პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული აპლიკანტების საყურადღებოდ

პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული აპლიკანტების საყურადღებოდ

11/5/25

საბუთების მიღება მიმდინარეობს 2025 წლის 6 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით.
აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტები:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატის ასლი/მასთან გათანაბრებული დოკუმენტი ან განათლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულ პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სრული ზოგადი განათლების მიღების საფუძველზე გადაეცა. (აპლიკანტმა, რომელმაც უცხოეთში/საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიიღო განათლება, უნდა წარმოადგინოს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი მიღებული განათლების აღიარების შესახებ);

გ) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის/აღრიცხვიდან მოხსნის მოწმობა;

დ) წარმომადგენლის მეშვეობით დოკუმენტაციის წარმოდგენისას (ასევე, არასრულწლოვანი აპლიკანტის) წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და წარმომადგენლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (აპლიკანტის დაბადების მოწმობა/ნოტარიულად დადასტურებული მინდობილობა);

დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოთ თქვენს მიერ შევსებული განაცხადის ფორმა, რომლის ნახვასაც შეძლებთ თანდართულ ლინკზე.

ფრონტ-ენდის ლინკი

გრაფიკული დიზაინის ლინკი

წარმოსადგენი დოკუმენტების გამოგზავნა-მიღება ხდება შემდეგ ელ-ფოსტაზე: admissions@10x.edu.ge;

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 510 10 00 10