კარიერული მხარდაჭერის კოორდინატორის ვაკანსია
5/21/24
შპს "10X" აცხადებს ვაკანსიას კარიერული მხარდაჭერის კოორდინატორის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები არანაკლებ ბაკალავრის კვალიფიკაცია საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული განათლების უფლების, ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ ცოდნა საგანმანათლებლო სისტემის ზოგადი ცოდნა, რომელიც გულისხმობს „განათლების ხარისხის განვითარების“ შესახებ კანონის მიზნისა და ტერმინთა განმარტებას სასურველია, საგანმანათლებლო სფეროში სამუშაო გამოცდილება უნარ-ჩვევები გუნდში მუშაობა კომუნიკაბელურობა; საოფისე პროგრამების ცოდნა (world; excel) კრიტიკული აზროვნება თვითშეფასება სამუშაო ადგილია - ქ. ბათუმი სამუშაო დატვირთვა - სრული ან ნახევარი განაკვეთი, დაზუსტდება გასაუბრებისას ხელფასი-დარიცხვით 1400 ლარი ფუნქციების ზოგადი აღმწერი *პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა მნიშვნელოვანი ინფორმაციით (დასაქმების ვაკანსიები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები, სამუშაო აღწერილობები, სხვ.) უზრუნველყოფა, ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნით *ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების შესახებ *ინფორმაციის შეგროვება, მონაცემთა ანალიზი *პროფესიული სტუდენტებისთვის/მსმენელებისთვის ინდივიდუალური დახმარება *ვაკანსიების მოძიება, სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით *დამსაქმებლებთან/პოტენციურ დამსაქმებლებთან საინფორმაციო შეხვედრების ადმინისტრირება *კომპეტენცის მიკუთნებულ საკითხებზე სტატისტიკის წარმოება, ბაზის განახლება,დირექტორის და ხარისხის მენეჯერის წინაშე ანგარიშგება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, სხვადასხვა აქტივობების ინიცირება *პოტენციურ დამსაქმებლებთან კავშირი, მოლაპარაკებების წარმოება *მონაცემების შეგროვება კურსდამთავრებულთა დასაქმების და კარიერის განითარების შესახებ, დასაქმებულ კურსდამთავრებულთა ბაზის შექმნა, კურსდამთავრებულებთან კავშირის დამყარება კარიერული წინსვლის ხელშეწყობის მიზნით, მათი მოლოდინების/საჭიროებების შესწავლა *პროფესიულ სტუდენტთა/მსმენელთა ავტობიოგრაფიის (CV) ბაზის შექმნა. ამ ინფორმაციის პოტენციურ დამსაქმებლებთან გაცვლა დასაქმების ხელშეწყობის მიზნებიდან გამომდინარე *სამოქმედო გეგმაში გაწერილი მოვალეობების შესრულება, თვითშეფასება და ანგარიშგება *კომპანიის გარე მექანიზმის თვითშეფასების პროცესში მონაწილეობა
*სპეციალური საგანამანთლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირების, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ინტეგრირების ხელშეწყობა
*თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და
ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილების განხორციელება
კონკურსის ეტაპები და ვადები:
** დაინტერესებული პირების მიერ განაცხადისა და თანდართული
დოკუმენტაციის ელექტრონული წესით წარმოდგენა - info@10x.edu.ge- 2024წლის 8
მაისიდან 15 მაისის ჩათვლით;
*განაცხადისა და დოკუმენტების შესწავლა ვაკანსიის მოთხოვნებთან
ფორმალური შესაბამისობის მიზნით 2024 წლის 18 მაისის ჩათვლით;
* კანდიდატებთან გასაუბრების ჩატარების შედეგების შეჯამება, გასაუბრების
კომისიის მიერ დირექტორის წინაშე შერჩეული კანდიდატების წარდგენა და
კანდიდატებისათვის ელექტრონული ფოსტით ინფორმაციის მიწოდება
შერჩევის/უარის, გასაჩივრების პროცედურის შესახებ, კანდიდატს ეცნობება 2024
წლის არაუმეტესს 29მაისისა.
ვაკანტურ პოზიციაზე წარმოსადგენი დოკუმენტებია:
ა) პირადობის მოწმობის ასლი - ერთი ეგზემპლარი;
ბ) ავტობიოგრაფია (CV);
გ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.