დაიწყე Full Stack დეველოპერის კარიერა 10x-ში
8/18/25
რა არის ფრონტ-ენდ დეველოპმენტი და რატომ ღირს ამ სფეროს შესწავლა?
ფრონტ-ენდი არის ყველაფერი, რასაც მომხმარებელი ხედავს ვებსაიტზე ან ვებ-აპლიკაციაში - დიზაინი, ღილაკები, მენიუები, ინტერფეისის ფუნქციური ელემენტები. სწორედ ფრონტ-ენდ დეველოპერები ქმნიან ამ ვიზუალურ გამოცდილებას კოდის მეშვეობით.
დღეს ფრონტ-ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და დინამიკური პროფესიაა ტექნოლოგიების სფეროში - ის დაგეხმარება არამხოლოდ პროგრამირების საფუძვლების დაუფლებაში, არამედ ციფრულ სამყაროში საკუთარი იდეების რეალურ პროდუქტებად გადაქცევაშიც.
რატომ არის 10x-ის ფრონტ-ენდ დეველოპმენტის პროგრამა საუკეთესო არჩევანი?!
პროგრამა განკუთვნილია დამწყებთათვის და არ მოითხოვს წინასწარ გამოცდილებას. ისწავლი პროგრამირების საფუძვლებს, პროფესიულ/ტექნიკურ ინგლისურს, HTML, CSS, JavaScript, React, Node.js, Express, PostgreSQL და სხვა ტექნოლოგიებს. პრაქტიკული სწავლების შედეგად შეძლებ დამოუკიდებლად შექმნა სრულფასოვანი Full Stack ვებ აპლიკაციები, იმუშაო მონაცემთა ბაზებთან და განავითარო როგორც Front-end, ისე Back-end-ის უნარები, რაც დაგეხმარება ბაზარზე Full stack დეველოპერის სტატუსით პოზიციონირებაში.
პრაქტიკული სასწავლო ფორმატი, რეალური პროექტები და მენტორთა მხარდაჭერა დაგეხმარება, რომ ამ სფეროში თავდაჯერებულად დაიწყო კარიერა.
რა გჭირდება პროგრამაზე მოსახვედრად?
10x-ში სწავლის დაწყება შესარჩევი ეტაპის გავლას მოითხოვს, რაც გულისხმობს საგამოცდო ცენტრის მიერ ორგანიზებული რაოდენობრივი წიგნიერების ტესტის ჩაბარებას - ეს არის მარტივი, პრაქტიკულ ამოცანებზე დაფუძნებული მათემატიკის ტესტი.
ტესტის თემატიკა:
არითმეტიკა და ალგებრა;
გეომეტრია;
მონაცემთა ანალიზი;
ზომა, ზომის ერთეულები
გსურს წინასწარ მომზადება?
ამ ბლოგპოსტს თან ერთვის:
საგამოცდო პროგრამა;
ტესტურ დავალებათა ნიმუშები, რომლებიც დაგეხმარება უკეთ გაიგო, რას უნდა ელოდო.
ჩამოტვირთე მასალები და შეაფასე შენი უნარები! შეხვედრამდე!