პროგრამები

ჩვენ შესახებ

კარიერა

საკითხავი

დაშორება რთულია… პროგრამირებაშიც!

8/10/24

დაშორება არასოდესაა ადვილი და დიდად მნიშვნელობა არ აქვს ეს შენს საყვარელ ადამიანს ეხება თუ პროფესიულ საქმიანობას. პროგრამირებით გატაცებულ ადამიანებს მოგვიწია განვშორებოდით გარკვეულ ინსტრუმენტებსა თუ ტექნოლოგიების, რომლებიც ერთ დროს შეუცვლელი გვეგონა. მაგრამ ისევე, როგორც ცხოვრებაში, ეს პროცესი მხოლოდ ჯანსაღი გარემოს შესაქმნელადაა საჭირო. მეტიც, ზრდისა და წინსვლისთვის ხშირად აუცილებელიც კია ამგვარი ნაბიჯის გადადგმა. 2024 წელს, უკვე დროა დავემშვიდობოთ ზოგიერთ მოძველებულ მეთოდს და ფრონტ-ენდის ჯერ კიდევ აუთვისებელ უნარებს დავეუფლოთ. ამ პროცესის გაუმჯობესებაში კი ბათუმის „10x-ური“ გარემო დაგეხმარებათ და თანაც - ოქტომბერიც უფრო და უფრო ახლოვდება.

dashoreba-rtulia-programirebashich!
dashoreba-rtulia-programirebashich!
dashoreba-rtulia-programirebashich!

პირველი ცვლადი, ანუ ის რაც გვჭირდება განვითარებისთვის

ფრონტ-ენდის სფერო მუდმივად ვითარდება, ყოველდღე ჩნდება ახალი ტექნოლოგიებიდა მსოფლიოს წამყვანი პროგრამისტებიც მიღებულ გამოცდილებას რეგულარულად გვიზიარებენ. მსგავსი სიახლეების გაცნობა და მათი პრაქტიკაში დანერგვა თითოეული დეველოპერისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ალბათ მოგეხსენებათ რამდენად ზრდად პროფესიაზე ვსაუბრობთ, განახლების სიხშირის საჭიროებას კი თავადაც მიხვდებით. 10X-ში გამუდმებით ვცდილობთ დროის მიერ მიღებულ დოგმებს თავი დავაღწიოთ, გავცდეთ ჩარჩოებს და ფოკუსი უახლესი ტექნოლოგიების სწავლებაზე მოვახდინოთ. შესაბამისად ჩვენს პროგრამაში ისეთ სახელებს შეხვდებით, როგორიც React, Tailwind CSS და MERN სტეკი არიან. მოძველებული უნარების ათვისებამ შეიძლება თქვენი პოტენციალი და შესაძლებლობები შეზღუდოს, ჩვენ კი ეს იმდენად არ გვსურს, რამდენადაც თქვენ.

მეორე ცვლადი, ანუ ის რაც უკვე დაივიწყა პროგრამირებამ

ოდესღაც jQuery, დეველოპერების საყვარელი „ბიბლიოთეკა“ იყო, რომელსაც ვებ- გვერდებზე ინტერაქციულობის შემოსატანად იყენებდნენ. თუმცა, თანამედროვე გარემოებებმა დროის ეკონომიის მოთოხვნაა გააჩინა, რაც React-ის გაპოპულარებას შეუწყო ხელი. ის შეიძლება ითქვას ათჯერ ასწრაფებს სასურველი შედეგის მიღწევის პროცესს, რადგან კონკრეტულ საჭიროებებზეა მორგებული და ალბათ არც გაგიკვირდათ 10X-ში მასზე რომ შევაჯერეთ არჩევანი. „რეაქთთან“ ერთად უფრო მარტივია რიგი მძლავრი ფუნქციებსა თუ ელემენტების ინტეგრირება, რამაც ბუნებრივად გამოიწვია jQuery-ის გვერდზე ჩაჩოჩება. იმავე შეიძლება ვთქვათ Angular-ის ძველი ვერსიებზე, თუნდაც AngularJS-ზე, რომელიც ახალმა და უფრო ეფექტურმა ვერსიებმა დაჩაგრეს პირველობისთვის ბრძოლაში.

იცოდით, რომ ერთ დროს floats და clearfixes გამოიყენებოდა განლაგების, გნებავთ ე.წ. მოდულების შესაქმნელად? მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკები ოდესღაც შეუცვლელი იყო, დღესდღეობით Flexbox-ითა და Grid-ით ჩანაცვლდა, რომლებსაც რა თქმა უნდა ჩვენს კურსებში გაივლით. ამ მეთოდების გამოყენებით უფრო მარტივად შეძლებთ დააინტეგრიროთ სასურველი დიზაინი ვებ-გვერდზე და უფრო მეტი კონტროლი მოიპოვოთ მასზე. გარდა ამისა, ძველი ბრაუზერებისთვის განკუთვნილი სპეციფიკური CSS ფუნქციების სწავლაც აღარაა საჭირო, რადგან სხვა ყველაფერთან ერთად თანამედროვე ბრაუზერები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

მესამე ცვლადი, ანუ ის რაც შეგიძლიათ მომავალში მიიღოთ

მოძველებულ ინსტრუმენტებთან თუ ცოდნასთან განშორება ავტომატურად გვაფიქრებინებს მომავალსა და მისგან განპირობებულ სიახლეებზე. საბედნიეროდ, როგორც აღვნიშნეთ, 10x-ის კურსები React-ის, HTML-ის, CSS-ის, JavaScript-სა და MERN სტეკის შესახებ სრულ ინფორმირებას მოიაზრებს. ეს უკანასკნელი აბრევიატურა თავის მხრივ MongoDB-ის, Express-ს, React-სა და Node.js-ს აერთიანებს. აღნიშნული ტექნოლოგიების ცნობადობის ზრდასთან ერთად, მასზე მოთხოვნაც გაიზარდა ინდუსტრიაში. განახლებულ ბაზებთან და ინფორმაციებთან მუშაობა კი ის ერთგვარი გასაღებია, რომელიც ჯერ კიდევ აუთვისებელ სფეროში აქტუალურობასა და გადარჩენის ინსტინქტის ჩამოყალიბებას ეხმარება.

ამოხსნა, ანუ პასუხი არის 10X

თუკი გსურთ თქვენი სახელი ფრონტენდის უახლეს ისტორიაში ჩაიწეროს, მაშინ პირველი ნაბიჯის გადადგმა არ დააყოვნოთ. 10X-ის ბათუმური ისტორია ოქტომბრიდან აიღებს სათავეს და თქვენც შეძლებთ ის უნარები ისწავლოთ, რომელიც თანამედროვე ლოგიკებისა და კოდების რთულ გზას „გააშორთქათებს“. დარეგისტრირდით ახლავე და გახდით ის ვინც მზად არის უთხრას „ნახვამდის“ წარსულს და ემოჯნარევი ღიმილითა თუ „გამარჯობა მსოფლიოთი“ მომავალს შეეგებოს!

პ.ს. არ დაგავიწყდეთ, #გასცდიჩარჩოებს მხოლოდ სიტყვები არ არის!