პროგრამები

ჩვენ შესახებ

კარიერა

საკითხავი

ქოფირაითინგის 10 ფორმულა

6/10/24

ხშირად ქოფირაითერებმა, ან თუნდაც ბლოგერებმა არ იციან, როგორ დაიწყონ ტექსტი. როგორი უნდა იყოს პირველი წინადადება, ან რა სტრუქტურით უნდა ააგონ თავიანთი სათქმელი. არსებობს რამდენიმე ფორმულა, რომელსაც თავისი დანიშნულება და დრამატურგიულად განვითარების გზები აქვს.

1. FAB ფორმულა

FAB ფორმულა დაყოფილია სამ ნაწილად და არის საუკეთესო ფორმულა იმისათვის, რომ გაყიდვების ან პროდუქტის ქოფის მიჰყვეთ. ამ სექციის შემადგენელი წესებია: მახასიათებლები, უპირატესობები და სარგებლიანობა.

როდესაც ამ სტრატეგიას, ფორმულას მიჰყვებით უნდა გაითვალისწინოთ, რომმომხმარებელს უნდა აჩვენოთ საბოლოო შედეგი, რათა მყიდველმა პროდუქტი გარანტირებულად იყიდოს და ესმოდეს მისი შინაარსი.

მას შემდეგ, რაც კარგად გექნებათ განსაზღვრული პროდუქტის მახასიათებლები,უპირატესობები და სარგებელი, შემდეგი ეტაპი იქნება მარკეტინგისა დაგაყიდვების მოკლე შეტყობინებებში ამ ფორმულის გამოყენება და ამმახასიათებლებზე დაყრდნობით ყურადღების მიმპყრობი ქოფის შექმნა.

არ აქვს მნიშვნელობა, თქვენს უნარ-ჩვევებს, გამოცდილებას, ან რა დრო გაქვთგატარებული ქოფირაითინგის სფეროში, ყველანაირი კონტენტი უნდა იყოს განაწილებული ოთხ ან სამ სექციად. უნდა დააკვირდეთ, აღმოაჩინოთ დადარწმუნდეთ, რომ თითოეულ ელემენტს მნიშვნელობა აქვს. მხოლოდ ამფორმულების გამოყენებაც დაგეხმარებათ ქოფირაითერად ჩამოყალიბებაში დაუკეთესი კონტენტის შექმნაში.

Features — რას სთავაზობთ?

Advantages — როგორ ეხმარება თქვენი შეთავაზება მომხმარებელს კონკრეტული

პრობლემის გადაჭრაში ?

Benefits — რას მიიღებს მკითხველი ამით?

The FAB ფორმულა იდეალურია პროდუქტისა და მომსახურების ქოფისთვის.

2. BAB ფორმულა

Before —როგორია შენი ცხოვრება ახლა.

After — როგორ იგრძნობ თავს მას შემდეგ, რაც პრობლემა გადაჭრილი იქნება.

Bridge — როგორ უნდა მიხვიდე პრობლემამდე.

BAB Formula ითვალისწინებს მომხმარებელსა და ბრენდს შორის არსებული პრობლემის დადგენას. სთავაზობს სამიზნე მომხმარებელს პრობლემის გადაჭრის გზებს. ფორმულა წარმოადგენს ერთგვარ დამაკავშირებელ ხიდს მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის (Before-after-bridge).

3. The 4 P's ფორმულად

The 4 4 P's ფორმულა საუკეთესო საშუალებაა გარდაქმნების განსახორციელებლად. ქოფის ამ სტილს შეუძლია,მკითხველი დაარწმუნოს იმაში, რომ თქვენ აუცილებლად აასრულებთ იმას, რასაც მათ ჰპირდებით.

Picture —უნდა მიიზიდოთ მკითხველის ყურადღება ვიზუალური გამოსახულების

საშუალებით. სადაც უფრო მეტად თვალსაჩინო იქნება შინაარსის აღქმა.

Promise —შესთავაზეთ მომხმარებლებს პროდუქტი ისე, რომ მის ვიზუალურ

ნაწილზე გაამახვილოთ ყურადღება.

Prove — გამოიყენეთ მკვეთრი მტკიცებულება პირობის შესასრულებლად.

Push — დაარწმუნეთ მკითხველი.

4. The 4 U's ფორმულა

Useful — როგორ ეხმარებით მომხმარებელს?

Urgent — შექმენით აუცილებლობის შეგრძნება.

Unique — ჩამოაყალიბეთ ბრენდის უნიკალური მახასიათებლები და გააკეთეთ

აქცენტი იმაზე, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ.

Ultra-specific —კონკრეტულად აღწერეთ საკუთარი ბრენდის რაობა და დაპირება.

4 U's ფორმულაზე კარგად ეწყობა ან იწერება რეკლამის ან სოციალური მედიის ქოფი. უნდა იპოვოთ რაღაც ხელჩასაჭიდი, რომ მკითხველის ყურადღება ძალიან სწრაფად მიიზიდოთ.

5. The 4 C's ფორმულა

Clear —დარწმუნდით, რომ აზრი გასაგებია.

Concise — მარტივად და მოკლედ დაწერეთ მთავარი სათქმელი.

Compelling — გააჩინეთ ინტერესი და მიიპყარით ყურადღება კრეატიული გზით.

Credible — ახსენით, რატომ უნდა ენდოს მკითხველი თქვენს პროდუქტს, სერვისსა

თუ ბრენდს.

ხანგრძლივობისა და მიზნის მიუხედავად , 4 C's არის კარგი საშუალება დამწყებისთვის პრიორიტეტების განსასაზღვრად.

6. ACCA ფორმულა

Awareness — პრობლემისა და სიტუაციის განსაზღვრა. დადგენა.

Comprehension — ახსნა, თუ როგორ მოქმედებს პრობლემა მკითხველზე.

Conviction — დაარწმუნეთ მკითხველი რომ მიჰყვეს თქვენს გადაწყვეტილებას.

Action — დაასრულეთ მოქმედების ძლიერი მოწოდებით.

ამ სიის სხვა ფორმულებთან შედარებით, ACCA ფორმულა არის განსხვავებული ამ

ერთი სიტყვის „გააზრების“ გამო. ეს არის თქვენი მოვალეობა, რომ მკითხველი ღრმა

გაგებით მოეკიდოს პრობლემასა და გამოსავლის ძიებას.

7. "So What?" ფორმულა

ამ ფორმულის უკან მარტივი იდეა დგას. ყოველ ჯერზე, წინადადების დაწერის

შემდეგ, საკუთარ თავს შეეკითხეთ „და მერე რა?“ ეს გაიძულებთ რომ სარგებლის

მნიშვნელობა უფრო დეტალურად ახსნათ.

8. The OATH ფორმულა

OATH ფორმულა შექმნილია იმ ადამიანების ინტერესისა და ყურადღების

მისაპყრობად, რომლებიც გაცნობის და შესწავლის ეტაპზე არიან. OATH ნიშნავს

Oblivious, Apathetic, Thinking ან Hurting. ეს არის მკითხველების აზრები და გრძნობები

და შექმნილია, რათა მკითხველს წინასწარ გაუჩნდეს ინტერესი პროდუქტის

მიმართ.

Oblivious — მკითხველმა არ იცის თქვენი ბრენდის შესახებ.

Apathetic —თქვენი ბრენდის გაცნობის პროცესში არიან, მაგრამ მაინც ვერ

ინტერესდებიან, რადგან ჰგონიათ, რომ თქვენი შეთავაზება მათზე არ არის

გათვლილი.

Thinking — მკითხველი ფიქრობს თქვენს პროდუქტზე ინფორმაციის მოძიებაზე.

Hurting — მკითხველი გადაწყვეტილებას თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე

იღებს და რადგან წარსულში ცუდი გამოცდილება ჰქონდა, არ იცის, თქვენ გენდოთ,

თუ არა.

9. PAS ფორმულა

Problem —დაადგინეთ არსებული პრობლემა.

Agitate — ახსენით პრობლემის ნეგატიური გავლენა.

Solve — შესთავაზეთ გამოსავალი.

The PAS ფორმულა აღვიძებს მკითხველში პატარა შიშს და მოგვითხრობს, თუ რა

შეიძლება მოხდეს, თუ პრობლემა არ გადაიჭრება.

10. The "Objections" ფორმულა

შეუძლებელი არაფერია!

გასათვალისწინებელია, რომ ზოგი ადამიანისთვის პროდუქტამდე მისასვლელად

რამდენიმე საკითხი, შესაძლოა, დამაბრკოლებელი იყოს.

უნდა შევისწავლოთ მათი დაბრკოლებები და ვუთხრათ, რომ შეუძლებელი

არაფერია!