200+ შეხვედრა
900+ სთ.
ონლაინ/ბათუმი
12 თვე
კურსის შესახებ
თუკი გსურს, ფრონტ-ენდ დეველოპმენტი 0-დან შეისწავლო და მალევე დახვეწო შენი უნარები, მაშინ სწორ ადგილას მოხვდი. ესაა ყოვლისმომცველი პროგრამა, რომელიც დაგეხმარება, გამოცადო ყველა საჭირო ტექნოლოგია და შექმნა ინტერაქციული პლატფორმები.
თავიდან HTML-ს ჩავუღრმავდებით, რათა შეისწავლო ინფორმაციის სწორად დალაგება და შენი პლატფორმისთვის ძლიერი საფუძველი შექმნა. შემდეგ JavaScript-ითა და TypeScript-ით გავაგრძელებთ, რათა კოდირების უნარები დახვეწო. ამ ეტაპზე გაიგებ, როგორ გახადო შენი პლატფორმა ბევრად უფრო ეფექტური.
საბაზისო ცოდნის მიღების შემდეგ, React-ის ჯერი მოდის. ესაა მძლავრი ბიბლიოთეკა, რომელიც დაგეხმარება, მარტივად შექმნა რთული ინტერფეისები.
შემდეგ ეტაპებზე იმუშავებ MongoDB-თან და NoSQL მონაცემთა ბაზასთან, რომლებიც დაგეხმარება, მარტივად მართო, დაახარისხო და შეინახო მონაცემები.
და ბოლოს, შეისწავლი Node.js-ს, რაც საშუალებას მოგცემს, შექმნა მასშტაბური აპლიკაციები და ჩააშენო ისეთი ელემენტები, როგორიცაა ჩატი, გეიმინგი და ა.შ.

რა გამოცდილება მჭირდება?
ეს კურსი დამწყებთათვისაა, შესაბამისად, გამოცდილება აუცილებელი არაა. თუკი ამ ინდუსტრიასთან შეხება პირველად გაქვს, არ იდარდო, ყველაფერს 0-დან დავიწყებთ: ვისწავლით ყველა საჭირო პროგრამას, გავივლით რეალურ მაგალითებს და ბევრს, ძალიან ბევრს ვივარჯიშებთ.
კურსის დაწყებიდან მალევე შენ შეძლებ, შექმნა დინამიკური პლატფორმები, კურსის დასრულების შემდეგ კი შეგიძლია დამოუკიდებლად იმუშაო ფრონტ-ენდ დეველოპმენტის პროექტებზე.

HTML/CSS
კურსის დასაწყისში შეისწავლი HTML-ს, რათა შექმნა ვებ პლატფორმა და სწორად განალაგო ინფორმაცია. შემდეგ კი, CSS-ის დახმარებით, შეძლებ ჩააშენო სხვადასხვა სტილი, ფერები თუ ფონტები და დახვეწო შენი ვებგვერდი




Javascript
ჩააშენე შენს ვებგვერდში ინტერაქციული და დინამიკური ელემენტები JavaScript-ის გამოყენებით.

Tailwind
Tailwind-ის დახმარებით პირდაპირ HTML სტრუქტურაში შეგიძლია სტილების განსაზღვრა utility-first მიდგომით, რაც ნიშნავს, რომ სტილების შექმნა ხდება წინასწარ განსაზღვრული ერთფუნქციური კლასებით.

SASS
SASS საშუალებას მოგცემს პროგრამირების ლოგიკა გამოიყენო სტილებში.
React
React არის ბიბლიოთეკა, რომელიც დაგეხმარება ინტერფეისების შექმნაში. ის დეველოპერებს საშუალებას აძლევს, შექმნან მრავალჯერადი UI კომპონენტები და ეფექტურად მართონ აპლიკაციები.


Mongo DB
MongoDB არის NoSQL მონაცემთა ბაზა, დეველოპერებს საშუალებას აძლევს, დაამუშავონ დიდი მოცულობის მონაცემები სწრაფად და მარტივად

Postgre SQL
რელაციური მონაცემთა ბაზაა, რომელიც საშუალებას გაძლევს ეფექტურად მართო მონაცემები სტანდარტული SQL ენის გამოყენებით. მისი სტაბილურობა და შესაძლებლობები ხელს უწყობს სისტემის საიმედოობას და მონაცემებთან მუშაობის ხარისხის ზრდას.



ლაშა ზუმბაძე
ლაშა გამოცდილი დეველოპერია, უმუშავია SaaS, CRM და ERP სისტემების შექმნაზე. ამ ეტაპზე ლაშა Bistpie-ში full stack დეველოპერია, ასევე მუშაობს უნივრსიტეტებისთვის სასწავლო პროცესების მართვის სისტემებზე.


ნუკრი ტუსიშვილი
ნუკრის 9 წლიანი გამოცდილება აქვს დეველოპმენტის სფეროში. ამ ეტაპზე ნუკრი სეტანტა ჰოლდინგის ფროდაქთ მენეჯმენტის ხელმძვანელია.
ფინალური ნამუშევრები
კურსის დასრულების შემდეგ, მიიღებ ფინალურ დავალებას და დამოუკიდებლად შექმნი პლატფორმას ყველა მიღებული ცოდნის შესაბამისად.
კარიერული დახმარება
ჩვენ დაგეხმარებით, მალევე გამოავლინო შეძენილი უნარები და იპოვო საინტერესო პროექტები; მოგამზადებთ ინტერვიუსთვის და მოგცემთ რჩევებს, როგორ შექმნა ეფექტური რეზიუმე ან პორტფოლიო.
კურსის ბოლოსკენ გექნებათ შეხვედრები კარიერული დახმარების გუნდთან, რომელიც ნამდვილი ინტერვიუსთვის მომზადებაში გაგიწევენ რეკომენდაციას.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი შეთავაზებების მოძებნასა და დასაქმებაში.

ჩვენი მიზანია სამუშაოს ძიებაში წარმატებისთვის საჭირო ყველა უნარითა და თავდაჯერებულობით აღგჭურვოთ. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ მზად იყო არა მხოლოდ შენი შემდეგი სამუშაოსთვის, არამედ წარმატებული და მომგებიანი კარიერისთვის. კურსის დასრულების შემდეგაც კი, ჩვენ ვაგრძელებთ შენთან ურთიერთობას, რათა იპოვო საუკეთესო, შენს უნარებსა და კარიერულ მიზნებზე მორგებული შემოთავაზებები.


























