წესები და პირობები

პრეამბულა: წინამდებარე ვებ-გვერდის www.10x.edu.ge (შემდგომში ვებ-გვერდი) გამოყენება რეგულირდება შპს 10x-ის (შემდეგში კომპანია), მიერ დადგენილი წინამდებარე წესებითა და პირობებით. (შემდგომში წესები და პირობები).

გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენებას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისათვის მომხმარებელი არის ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, ან/და სარგებლობს კომპანიის სერვისებით.

წინამდებარე ვებ-გვერდზე შესვლით თქვენ ეთანხმებით და ადასტურებთ ვებ-გვერდის გამოყენების წინამდებარე წესებსა და პირობებს. ასევე, ადასტურებთ რომ იცნობთ და ეთანხმებით იმ ცვლილებებსა და დამატებებს, რომლებიც შესაძლოა პერიოდულად შევიდეს აღნიშნულ წესებსა და პირობებში.

1.1. წესებისა და პირობების ცალმხრივი ცვლილება: კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს წესები და პირობები, რომლებიც ძალაში შედის მათი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 24 საათში.

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემული დანაწესი და ხელშეკრულების კონკრეტული პირობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან გამოქვეყნებულ ცვლილებას.

1.2. სერვისების გამოყენება: წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის სერვისი გულისხმობს კომპანიის მიერ გაწეულ ნებისმიერ მომსახურებას. აღნიშნული სერვისების მიწოდების მიზნით კომპანია ახორციელებს, მათ შორის და არა მხოლოდ: (ა) მომსახურების ფარგლებში მომზადებული ვიდეო, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის  განთავსებას ვებ-გვერდზე; (ბ) ანაზღაურებადი სატრენინგო მომსახურების ფარგლებში მონაწილეებისთვის ვიდეო, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის გაზიარებას ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით; (გ) ნებისმიერი შინაარსის ვიზუალური, ტექსტუალური ან/და ვიდეომასალის, მათ შორის და არა მხოლოდ, ნებისმიერი გრაფიკული ნამუშევრის, დიზაინის, ფოტომასალის, ბლოგ პოსტის, ანიმაციის განთავსებას ვებ-გვერდზე, ვებ-გვერდის მომხმარებლისათვის. (შემდგომში ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები)

2. საავტორო უფლებების დაცვა: წინამდებარე ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებზე, მათ შორის და არა მხოლოდ, 1.2 მუხლით განსაზღვრულ ჩამონათვალზე  ვრცელდება კომპანიის საავტორო უფლებები და აკრძალულია აღნიშნული მასალის ან/და მისი ნაწილის გადამუშავება, გამოქვეყნება (გარდა პირად გვერდზე, კომპანიის სოციალური მედიის გვერდიდან აღნიშნული მასალის გაზიარებისა “გაზიარების” ღილაკის მეშვეობით, საავტორო უფლებათა სრული დაცვით), გადმოწერა პირადად ან/და ნებისმიერი მესამე პირის მეშვეობით კომერციული მიზნით ან/და მის გარეშე, გადმოწერა გავრცელების მიზნით ან/და მის გარეშე.

წინამდებარე მუხლში  მოცემული დანაწესის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სრულად.

3. პერსონალური მონაცემები: კომპანია ახორციელებს თქვენ მიერ, წინამდებარე დოკუმენტში მითითებული პერსონალურ ინფორმაციის  შენახვას (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) და უფლებამოსილია სამომავლოდ განახორციელოს მისი გამოყენება კომპანიის მიერ  მომსახურებ(ებ)ის პირდაპირი მარკეტინგული გზით შეთავაზების მიზნით. აღნიშნული ინფორმაციის შენახვის მიზანია, მომხმარებლისათვის ეფექტური მომსახურების  გაწევა. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია კომპანიისგან პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე და მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.

4. პასუხისმგებლობის შეზღუდვა: კომპანია და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის არასწორი ან/და არამიზნობრივი გამოყენებით.

5. მარეგულირებელი სამართალი: წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. 

საიტზე მომხმარებლის მიერ შევსებული პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურია

პროგრამები

ჩვენ შესახებ

კარიერა

საკითხავი