10x-sastumros-momsaxureba-hero
10x-chrdili

სასტუმროს

სასტუმროს

მომსახურება

შეაბიჯე HoReCa ინდუსტრიაში და ისწავლე როგორ მუშაობს თანამედროვე სასტუმრო: დაჯავშნიდან - სტუმრის მიღებამდე, მომსახურებიდან - ოპერაციების მართვამდე.

sastumros-momsaxureba-10x
sastumros-momsaxureba-10x
natura-10x-sastumro-momsaxureba
10x-sastumros-momsaxureba-hero
10x-chrdili

სასტუმროს

მომსახურება

შეაბიჯე HoReCa ინდუსტრიაში და ისწავლე როგორ მუშაობს თანამედროვე სასტუმრო: დაჯავშნიდან - სტუმრის მიღებამდე, მომსახურებიდან - ოპერაციების მართვამდე.

sastumros-momsaxureba-10x
natura-10x-sastumro-momsaxureba
10x-icon-meet

200+ შეხვედრა

200+ შეხვედრა

10x-icon-duration-clock

900+ სთ.

10x-icon-location

ბათუმი

10x-icon-calendar
10x-icon-calendar

12 თვე

10x-icon-start-date
10x-icon-start-date

1 დეკემბერი

1 დეკ.

კურსის შესახებ

თუ გიზიდავს სტუმარმასპინძლობის სფერო, მოგწონს ადამიანებთან ურთიერთობა და გინდა იმუშაო სწრაფად მზარდ ინდუსტრიაში, სასტუმროს მომსახურების პროგრამა შენთვისაა.

პროგრამის ფარგლებში შეისწავლი თანამედროვე სასტუმროს ოპერირების ძირითად მიმართულებებს - მიღება-განთავსებას, დაჯავშნის პროცესებს, სტუმრის მომსახურებას, კვებისა და სასმელების სერვისს, უსაფრთხოებას, პრობლემური სიტუაციების მართვასა და სასტუმროს ადმინისტრაციულ პროცესებს.

სწავლება აერთიანებს თეორიასა და პრაქტიკას, სხვადასხვა მიმართულების ლიდერი ტრენერები გაგიზიარებენ რეალურ ინდუსტრიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რათა მოკლე დროში განივითარო პროფესიული უნარები და მოემზადო დასაქმებისთვის.

საბაზისო ცოდნის მიღების შემდეგ, სიღრმისეულად შეისწავლი Front Office-ის, Housekeeping-ისა და სხვა ოპერაციული პროცესების მხარდაჭერას მომსახურების საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით.

შემდეგ ეტაპზე გაიღრმავებ ცოდნას კვებისა და სასმელების (F&B) მომსახურებაში. ისწავლი სტუმრისთვის პოზიტიური გამოცდილების შექმნას, უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და ყოველდღიური მარაგების ეფექტურ მართვას.

ყურადღებას გაამახვილებ სტუმართან ეფექტურ კომუნიკაციასა და პრობლემური სიტუაციების მართვაზე. ასევე დაგეგმავ მარტივ მარკეტინგულ აქტივობებს, რომლებიც გაყიდვების ზრდასა და სტუმრის კმაყოფილებაზეა ორიენტირებული.

გაანალიზებ რეალურ სამუშაო ქეისებს და მიიღებ პრაქტიკულ გამოცდილებას. ეს მოგცემს სრულ მზაობას, რათა სხვადასხვა დეპარტამენტის ფუნქციები რეალურ სამუშაო გარემოში თავდაჯერებულად გამოიყენო.

10x-stars-sastumros-momsaxureba

რა გამოცდილება მჭირდება?

10x-bichuna1
10x-bichuna2
10x-bichuna3
10x-bichuna4

სასტუმროს მომსახურების პროგრამაზე სწავლა შესაძლებელია ნულიდან - წინარე ცოდნა ან სტუმარმასპინძლობის სფეროში მუშაობის გამოცდილება საჭირო არ არის.

სწავლების პროცესი ეტაპობრივად აცნობს სტუდენტებს სასტუმროს მუშაობის ძირითად მიმართულებებს. 

პროგრამის ფარგლებში თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან არის დაკავშირებული, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს ეტაპობრივად გაეცნონ სხვადასხვა პოზიციასა და სამუშაო პროცესს რეალურ პროფესიულ გარემოში.

10x-front-end-lines-2

სტუმარმასპინძლობა

გაიცნობ სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიას, სასტუმროს მუშაობის პრინციპებსა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურების კულტურას.

10x-stumarmaspindzloba

Housekeeping

შეისწავლი სასტუმროს დასუფთავებისა და ჰიგიენის თანამედროვე სტანდარტებს, დასუფთავების დეპარტამენტის მუშაობასა და სასტუმროს სივრცეების მოვლის სპეციფიკას.

10x-housekeeping

მიღება-განთავსება

დაეუფლები სტუმრის მიღება-განთავსების, დაჯავშნის, Check-in / Check-out პროცესებსა და Front Office-ის ყოველდღიური მუშაობის პრინციპებს.

10x-zari-1
10x-zari-2
10x-zari-3
star-10x-10
10x-shadow-10

Food & Beverage Service

განივითარებ კვებისა და სასმელების მომსახურების პრაქტიკულ უნარებს და გაეცნობი სერვისის საერთაშორისო სტანდარტებს.

qatami-surati-sastumros-momsaxureba
gvinis-botli-10x-sastumro
chridili-sastumros-momsaxureba-food
10x-dacva-da-usaprtxoeba

დაცვა და უსაფრთხოება

შეისწავლი სასტუმროს უსაფრთხოების სტანდარტებს, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და პრობლემური შემთხვევების მართვის ძირითად პრინციპებს.

გაყიდვები და მარკეტინგი

გაეცნობი სასტუმროს გაყიდვების ძირითად პრინციპებს, შემოსავლის არხებსა და მომსახურების სფეროში მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვის საფუძვლებს.

sales-10x-sastumro

ბიზნეს პრაქტიკული პროექტი

რეალურ სამუშაო გარემოზე დაფუძნებულ პროექტში დამოუკიდებლად დაგეგმავ და შეასრულებ პროფესიულ ამოცანას, შემდეგ კი წარადგენ შესრულებული სამუშაოს შედეგებს.

biznes-praqtikuli-proeqti

მოდული 1

სტუმარმასპინძლობის საფუძვლები

მოდული 1

სტუმარმასპინძლობის საფუძვლები

მოდული 2

მიღება-განთავსება

მოდული 2

მიღება-განთავსება

მოდული 3

კვება და სასმელები

მოდული 3

კვება და სასმელები

მოდული 4

სასტუმროს პერსონალისა და ადმინისტრაციული პროცესების უზრუნველყოფა

მოდული 4

სასტუმროს პერსონალისა და ადმინისტრაციული პროცესების უზრუნველყოფა

მოდული 5

დასუფთავება

მოდული 5

დასუფთავება

მოდული 6

სასტუმროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა

მოდული 6

სასტუმროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა

მოდული 7

გაყიდვები და მარკეტინგი

მოდული 7

გაყიდვები და მარკეტინგი

მოდული 8

უცხო ენა მომსახურების სფეროსთვის

მოდული 8

უცხო ენა მომსახურების სფეროსთვის

მოდული 9

პრაქტიკული პროექტი

მოდული 9

პრაქტიკული პროექტი

maks-lecture

ლუკა იაკობაშვილი

სასტუმროს ოპერაციებისა და ფინანსების ხელმძღვანელი სასტუმროს მართვის პროფესიონალი 10+ წლიანი გამოცდილებით საერთაშორისო ბრენდებში(Accor, IHG).

mask-lecture-2

კომპანია "ამირბარის" დამფუძნებელი
ბიზნესის კონსულტანტი | ტრენერი | ლექტორი | ქოუჩი მასპინძლობის ინდუსტრიის აღიარებული პროფესიონალი, ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესში19+ წლიანი გამოცდილებით.

კარიერული დახმარება

ჩვენ დაგეხმარებით გამოავლინო შეძენილი უნარები და იპოვო ინდუსტრიაში შენთვის საინტერესო ვაკანსიები. მოგამზადებთ ინტერვიუსთვის და დაგეხმარებით ისეთი ეფექტური რეზიუმის შექმნაში, რომელიც სასტუმროებისა და საკურორტო კომპლექსების HR-გუნდებს დააინტერესებს.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდი გვერდში დაგიდგება სასურველი ვაკანსიის მოძიებასა და დასაქმებაში. აქტიურად ვთანამშრომლობთ 20-მდე პარტნიორ სასტუმროსთან და საკურორტო კომპლექსებთან. 

ჩვენი მიზანია, აღგჭურვოთ ყველა იმ პრაქტიკული უნარითა და თავდაჯერებულობით, რაც სტუმართმასპინძლობის სფეროში წარმატების მისაღწევადაა საჭირო.

10x-karieris-ilustracia

თანამშრომლობას პროგრამის დასრულების შემდეგაც ვაგრძელებთ, რათა დაგეხმაროთ შენს გამოცდილებასა და კარიერულ მიზნებზე მორგებული საუკეთესო შესაძლებლობების პოვნაში.