ინფორმაცია აპლიკანტებისთვის: შიდა ტესტირების ჩატარების თარიღები და პირობები

10/7/25

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე Front-end დეველოპმენტი და გრაფიკული დიზაინი აპლიკანტთა შესარჩევი ეტაპი - შიდა ტესტირება ჩატარდება დისტანციურად. ტესტი შეაფასებს ზოგად ცოდნას და სწავლის მსურველის მოტივაციას.

Front-end დეველოპმენტის პროგრამაზე აპლიკანტთა შიდა ტესტირება ჩატარდება 11, 12 და 13 ოქტომბერს. 

ტესტის მაქსიმალური ქულათა რაოდენობა არის 60, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 24 ქულა. 

შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2025 წლის 16 ოქტომბრისა;

გამოცდის შედეგების გასაჩივრების ვადებია 2025 წლის 17 და 18 ოქტომბერი.

  • გრაფიკული დიზაინის პროგრამაზე შიდა ტესტირება ჩატარდება 15, 16, 17 და 18 ოქტომბერს. 

ტესტის მაქსიმალური ქულათა რაოდენობა არის 30, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - 10 ქულა. 

შედეგები გამოცხადდება ეტაპობრივად, არაუგვიანეს 2025 წლის 21 ოქტომბრისა.

გამოცდის შედეგების გასაჩივრების ვადებია 2025 წლის 21 და 22 ოქტომბერი.

კონკრეტული თარიღისა და საათის ნახვა შეგიძლიათ vet.emis.ge-ზე თქვენს საგამოცდო ბარათში. 

ტესტირების შესახებ დამატებით ინფორმაციას და სრულ ინსტრუქციას გამოცდამდე რამდენიმე დღით ადრე რეგისტრაციის დროს გამოყენებულ ელ. ფოსტაზე მიიღებთ. 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 

ტელ: +995 510 100 010

ელ. ფოსტა: info@10x.edu.ge

გისურვებთ წარმატებას!